ჩვენი ცხოვრება შედგება დაუვიწყარი წუთებისგან, ეს წუთები სავსეა სიხარულით, თავგადასავლით, აღფრთოვანებით, შიშით, რაღაც ახლის აღმოჩენის განცდით. ჩვენ გვინდა ამ წუთების სხვებისთვის გაზიარება

ამიტომაც ლიკანმა გადაწყვიტა ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს თავგადასავლების ძიება, სხვადასხვა საინტერესო ადგილების აღმოჩენა, ეს ბლოგი შეექმნა. თუ გიტაცებთ უცნობ ადგილებში ხეტიალი, არ გეშინია შუა ღამით მთის ძირში კარავში ძილის, მაშინ გამოგვყევი თავგადასავლების ძიებაში

ჩვენი მოგზაური, პოტოისტორიებით ეცდება გაგიზიაროს ყოველი ახალი აღმოჩენილი ადგილი და გადმოგცეს ის ემოცია, რომელიც მას იმ ადგილის მონახულებისას დაეუფლა. მოგზაურობისთვის საჭირო ენერგიით და თაგადასავლების სიყვარულით კი მას უცვლელი თანამგზავრი - ლიკანი მოამარაგებს

ლაშქრობა დაშბაშის ხეობაში
ლაშქრობა სხალტბიდან შიომღვიმემდე
ჭილის ტბის გაზაფხულის სურნელი
არმაზციხეზე ახალბედა მოლაშქრეებთან
გელათის ტაძრის ნაალაფარი ჭიშკარი
გელათი - დიდი მეფის ქმნილება
ატმის ყვავილობა ალაზნის ველებზე
მწვანე მონასტრის გაზაფხული
მესტიის მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმი
თოვლში გახვეული მესტია
საბადურის ტყის თოვლიანი სიზმრები
გომბორის უღელტეხილის ბერიკები
დინოზავრებიდან სათაფლიამდე
მარათონი ნინოსხევის (გურგენიანის) ჩანჩქერზე
ტახტითეფასა და ქილაკუპრას ვულკანები
goga Canadiri
0
dRe
0
kilometri
0
adgili

ფოტოგრაფია ნელ-ნელა ჩემს ძირითად საქმიანობად იქცა. ფოტოგრაფიამ დამატებითი ბიძგი მომცა, უფრო მეტი მემოგზაურა და ახალი კადრების აღმოსაჩენად ფეხით ბევრი მევლო. არ გაგიკვირდეთ, თუ გეტყვით, რომ დღეში 20 კმ ფეხით გავლა ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ფოტოგრაფიის დამსახურებაა, რომ დღემდე ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის არ მიღალატია. ამასთანავე, გამომიმუშავა სხვა და სხვა უნარი - დაკვირვებისა და წვრილმანი დეტალების შემჩნევის, ამინდის განსაზღვრის, ზომიერების დაცვის, დროის გამოყენებისა და ასე შემდეგ. მიყვარს თემების შერჩევა და წლობით მასზე მუშაობა. იმედი მაქვს, რომ ეს პროექტიც ჩემს ცხოვრებაში დიდხანს დარჩება.

Tqveni Setyobineba gagzavnilia