ჩვენი ცხოვრება შედგება დაუვიწყარი წუთებისგან, ეს წუთები სავსეა სიხარულით, თავგადასავლით, აღფრთოვანებით, შიშით, რაღაც ახლის აღმოჩენის განცდით. ჩვენ გვინდა ამ წუთების სხვებისთვის გაზიარება

ამიტომაც ლიკანმა გადაწყვიტა ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს თავგადასავლების ძიება, სხვადასხვა საინტერესო ადგილების აღმოჩენა, ეს ბლოგი შეექმნა. თუ გიტაცებთ უცნობ ადგილებში ხეტიალი, არ გეშინია შუა ღამით მთის ძირში კარავში ძილის, მაშინ გამოგვყევი თავგადასავლების ძიებაში

ჩვენი მოგზაური, პოტოისტორიებით ეცდება გაგიზიაროს ყოველი ახალი აღმოჩენილი ადგილი და გადმოგცეს ის ემოცია, რომელიც მას იმ ადგილის მონახულებისას დაეუფლა. მოგზაურობისთვის საჭირო ენერგიით და თაგადასავლების სიყვარულით კი მას უცვლელი თანამგზავრი - ლიკანი მოამარაგებს

ცოტაოდენი ნაღდი ხვანჭკარა
ერთ ცხელ დღეს ჟინვალის წყალსაცავზე
ანანური _ სიმყუდროვე გალავნის მიღმა
ფერდობზე შეფენილი რიყეთის მეჩეთი
წალიკარის კოხტა აივნები
გულუხვი ფინანსისტი და მისი სასახლე სუჯუნაში
სამრეკლოს მიერ აგებული სუჯუნის ტაძარი
ჩიჩილაკის მაკვანეთელი ოსტატი
ახალი წელი მზიან დომინიკში
საშობაო-საახალწლო მადრიდი
მატანის ციხე და მისი დარაჯი
გიორგობიდან გიორგობამდე ჰერეთში
ხრაშუნ-ხრაშუნ ფარავანზე
goga Canadiri
0
dRe
0
kilometri
0
adgili

ფოტოგრაფია ნელ-ნელა ჩემს ძირითად საქმიანობად იქცა. ფოტოგრაფიამ დამატებითი ბიძგი მომცა, უფრო მეტი მემოგზაურა და ახალი კადრების აღმოსაჩენად ფეხით ბევრი მევლო. არ გაგიკვირდეთ, თუ გეტყვით, რომ დღეში 20 კმ ფეხით გავლა ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ფოტოგრაფიის დამსახურებაა, რომ დღემდე ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის არ მიღალატია. ამასთანავე, გამომიმუშავა სხვა და სხვა უნარი - დაკვირვებისა და წვრილმანი დეტალების შემჩნევის, ამინდის განსაზღვრის, ზომიერების დაცვის, დროის გამოყენებისა და ასე შემდეგ. მიყვარს თემების შერჩევა და წლობით მასზე მუშაობა. იმედი მაქვს, რომ ეს პროექტიც ჩემს ცხოვრებაში დიდხანს დარჩება.

Tqveni Setyobineba gagzavnilia